ბრწყინვალე გამარჯვება - ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა
დოჰაში დასრულებიულ ძიუდოს მასტერსზე ვარლამ ლიპარტელიანი გახდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს ვაზარით მოუგო.
ლიპარტელიანმა დოჰას ტატამაზე კოცოევის გარდა 3 შეხვედრა გამართა და სამივეში იმარჯვა.
ქართველმა ფალავანმა რუს ნიაზ ბილალოვს,უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვსა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს პეტერ პალჩიკს აჯობა.
საქართველო დელეგაციამ დოჰას მასტერსი 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირზე ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ვერცხლს ბექა ღვინიაშვილი დასჯერდა,ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა ბექაურმა დასაიკუთრეს.