Aa Aa
13 იანვარი 2021  |  16:47

39 მილიონი - ბარსას მესის ვალი აქვს

ესპანური გამოცემა MARCA საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "ბარსელონას" მესის ვალი აქვს. თანხა კი 39 მილიონ ევროს შეადგენს.

2017 წელს კატალონიურმა გრანდმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს ხელფასი 100 მილიონამდე გაუზარდა და კონტრაქტში დამატებითი პუნქტიც ჩადო, რისი მიხედვითაც ლეომ ბონუსის სახით დამატებით 78 მილიონი უნდა მიიღოს. ხელშეკრულებაში კიდევ ერთი პუნქტი დევს, რომლის თანახმადაც კლუბს ხსენებული თანხის ორ ნაწილად გადახდა შეუძლია.

ნახევარი, 39 მილიონი გასული წლის ივლისში იქნა დაფარული, ხოლო მეორე ნაწილის გადახდას კი ბარსა აგვიანებს. ცნობილია, რომ ლეოს გუნდის დატოვება სურს. იმ შემთხვევაში, თუ მესი კატალონიიდან აიბარგება "ბლაუგრანას" მაინც მოუწევს დარჩენილი თანხის გადახდა, თუმცა ნაწილ-ნაწილ. საუბარია თანხის 4 ნაწილად გაყოფაზე. ასეთ შემთხვევაში 6 ოქროს ბურთის მფლობელი წელიწადში 9 750 000 მილიონს მიიღებს და საბოლოოდ დავალიანება 2025 წელს დაიფარება.

მაშ ასე, თუ ლიონელი "ბარსელონას" დატოვებს, კლუბი ვალდებული იქნება მას ანაზღაურება მაინც გადაუხადოს, რაც იმ ფინანსური კრიზის ფონზე კატალონიელთათვის ნამდვილად წამგებიანია. როგორც MARCA იტყობინება, არგენტინელი შემტევი ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩივილს და გაპროტესტებას არ აპირებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში