Aa
Aa

"ასე აჯობებს" - ისნერი AUS OPEN-ზე არ ითამაშებს

როჯერ ფედერერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობას ჯონ ისნერიც ოფიციალურად გამოაკლდა. ამის შესახებ ამერიკელმა თავად გამოაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც ადვილი სულაც არაა, გუშინ ღამით მივიღე. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, რომ ასე აჯობებს. ამიტომაც, თავს კომფორტულად ვგრძნობ და სახლში დასაბრუნებლად ვემზადები“.

ისნერმა გასულ კვირას დელრეი ბიჩის ტურნირზე იასპარეზა და 1/4 ფინალში თანამემამულე სებასტიან კორდასთან 3 სეტში დამარცხდა. გიგანტი ამერიკელი ATP-ის რეიტინგში 25-ე ადგილზეა, რაც თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საუკეთესო შედეგია.

ისნერმა წინა წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/16 ფინალამდე გააღწია და იქ სტენ ვავრინკასთან დამარცხდა. AUS OPEN-ის წლევანდელი გათამაშება 8-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ მელბურნში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები