ამინე გუირი
Aa
Aa

ალჟირის ქამბექი იორდანიასთან - არგენტინამ პირველი ადგილი გაინაღდა

მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფის მეორე ტურში ალჟირის ნაკრებმა იორდანია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

იმის მიუხედავად, რომ 36-ე წუთიდან იორდანიელები 1:0 იგებდნენ, მეორე ნახევარში აფრიკელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ალჟირმა ანგარიში 69-ე წუთზე, ბენბუალის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 82-ე წუთზე ამინე გუირიმ გაიტანა.

ამ გამარჯვებით, ალჟირმა ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, იორდანიამ კი პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა. მომდევნო ტურში ალჟირი ავსტრიას შეხვდება, იორდანია კი არგენტინას დაუპირისპირდება. ასევე, ალჟირის მოგებამ არგენტინას გუნდში პირველი ადგილი გაუნაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ვარ“ - დეშამის და მბაპეს კომენტარები
„ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ვარ“ - დეშამის და მბაპეს კომენტარები