მორიგი მარცხი - ბასილაშვილი ანტალიის ღია პირველობიდან გამოეთიშა
Aa
Aa
11 იანვარი 2021  |  16:09

მორიგი მარცხი - ბასილაშვილი ანტალიის ღია პირველობიდან გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ღია პირველობას გამოეთიშა.

ბასილაშვილმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ავსტრალიელ ალექს დე მინორთან ორ სეტში ანგარიშით 2:6 4:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა შეხვედრის მიმდინარეობის დროს 2 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ,რომ ქართველი ჩოგბურთელი ანტალიაში წყვილებშიც გამოდიოდა.

ბასილაშვილისა და ბეგამანის დუეტმა გუშინ ხორვატებთან მატე პავიჩსა და ნიკოლა მეკტიჩთან წააგეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი 2020 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები