ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის მორიგი შედევრი - ინტერ მაიამიმ ქულები დაკარგა

ლიონელ მესიმ საფეხბურთო სამყაროს მორიგი შედევრი შეთავაზა, თუმცა ეს ინტერ მაიამის გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

MLS-ის მორიგ ტურში, დევიდ ბექჰემის გუნდმა ნეშვილს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა მე-4 წუთზე გახსნეს. თავი სარიჯმა გამოიჩინა. მე-19 წუთზე ბაკერ-უათინგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა. პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა.

62-ე წუთზე მესიმ დიდებული გოლით ინტერ მაიამი დააწინაურა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მასპინძლები მოიგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სარიჯმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

ამ მატჩის შემდეგ, ინტერ მაიამის 45 ქულა დაუგროვდა და ლიდერ ნეშვილს კვლავ 9 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება მესის, ლეგენდარულ არგენტინელს ამ მომენტისთვის MLS-ის მიმდინარე სეზონში 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები