ბასილაშვილმა კვლავ მოიგო: ქართველმა წელი შესანიშნავად დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში ალტუგ ჩელიკბილეკი ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა 3 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 10-დან 5 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა.
ჩელიკბილეკთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა იტალიელ ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში 4:6.7:5.6:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
მეოთხედფინალში მისი მეტოქე 23 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინაური იქნება. შეხვედრა 11 იანვარს 11:00 საათზე დაიწყება.
ერთეულთა თანრიგის მსგავსად ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც კარგად ასპარეზობს. მას პარტნიორობას გერმანელი ანდრე ბეგამანი უწევს. გათამაშების პირველ წრეში ქართულ გერმანულმა წყვილმა თურქული დუეტი 2 სეტში ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა. მომდევნო წრეში ბასილაშვილი და ბეგამანი ხორვატულ წყვილს, მატე პავიჩსა და ნიკოლა მეკტიჩს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 10 იანვარს შედგება.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა 2020 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასრულა.
ფოტო: gettyimages