Aa Aa
8 იანვარი 2021  |  17:00

ბასილაშვილი მორიგი გამარჯვება - ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილებშიც იმარჯვა

ანტალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებშიც მოიგო.

ქართველ ჩოგბურთერს პარტნიორობას გერმანელი ანდრე ბეგამანი უწევს.

გათამაშების პირველ წრეში ქართულ გერმანულმა წყვილმა თურქული დუეტი 2 სეტში ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა.

მომდევნო წრეში ბასილაშვილი და ბეგამანი ხორვატულ წყვილს მატე პავიჩსა და ნიკოლა მეკტიჩს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ,რომ ინდივიდუალურ შეჯიბრიში ბასილაშვილმა წლის პირველი გამარჯვება იტალიელ ანდრეა არნაბოლდისთან მოიპოვა და ხვალ გათამაშების მეორე წრეში თურქ ალტუგ ჩელიკბილიკს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 2020 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასრულა.

სამწუხაროდ ნიკოლოზმა ბოლო შეხვედრები ვერ მოიგო. მის წარუმატებელ ასპარეზობას პირად ცხოვრებაში განვითარებულ არასასიამოვნო მოვლენებს უკავშირებენ

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში