Aa Aa
5 იანვარი 2021  |  10:07

დადასტურდა! - ჯოკოვიჩი და ნადალი ATP CUP-ზე ითამაშებენ

უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ATP CUP-ის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც მიიღებენ.

ჯოკოვიჩი სერბეთის ეროვნულ გუნდთან ერთად გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდება, ნადალის ესპანეთის ნაკრები კი - ფინალში მარციხთვის რევანშის აღებას.

კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ATP CUP-ი 12-გუნდიანი იქნება და მისი წილისყრა 20 იანვარს ჩატარდება. ნაკრებები 4 ქვეჯგუფში გადანაწილდებიან და 1/2 ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

ATP CUP-ის წლევანდელი ტურნირი ერთ ლოკაციაზე, მელბურნში, პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში