გაიცანით uefa.com-ის კვირის ვუნდერკინდი - მოიზე კინი
Aa
Aa

გაიცანით uefa.com-ის კვირის ვუნდერკინდი - მოიზე კინი

"უეფას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურინის "იუვენტუსის" უნიჭიერეს ფეხბურთელ მოიზე კინს, რომელიც "ჩემპიონთა ლიგისა" და სერია - ისტორიაში უკვე შევიდა, სტატია მიუძღნა, რომლის მიზანიც 16 წლის ვუნდერკინდის ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უფრო ახლოს გაცნობა იყო

მოკლე ბიოგრაფია და მონაცემები...

კინი 2000 წლის 28 თებერვალს ვერჩელში, ტურინიდან 70 კილომეტრში, კოტ 'ივუარული წყვილის ოჯახში დაიბადა. მისი სიმაღლე 182 სმ-ია. ფეხბურთზე პირველად, უფროს ძმას, ჯოვანის გაყვა. მალევე საფეხბურთო კლუბ "ასტის" საფეხბურთო სკოლაში შევიდა და სანამ თავისთან თამაში "ტორინომ" არ შესთავაზა, სწორედ იქ დგამდა პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს. დიდი ხნით არც "ტორინოში" გააჩერეს და "იუვენტუსში" გადაიყვანეს. კინი "იუვეს" 15 წლამდე გუნდის გამორჩეული მოთამაშე იყო და თავისზე უფროს მეტოქეებს იოლად უმკლავდებოდა - ერთ-ერთ ტურნირზე 10 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა 17 წლამდე გუნდში დააწინაურეს, თითო სეზონში 24 და 26 გოლი შეაგდო. ბუნებრივია, ასეთმა შედეგიანობამ იტალიის ასაკობრივი ნაკრებებიც დააინტერესა. მან წელს აზერბაიჯანში გამართულ ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზეც ითამაშა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და იტალიამაც გამოსვლა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

რას ამბობენ მასზე...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "კინი უნიჭიერესია, მას ბოლო პერიოდში აქტიურად ვაკვირდები და ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით დღითი-დღე პროგრესირებს. მას პირველ გუნდთან და ზოგადად, დიდ ფეხბურთთან ადაპტაცია სჭირდება". 

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მომავლის ფეხბურთელზე. ფაქტი, რომ ის ასეთ ასაკში "იუვენტუსის" მთავარ გუნდში თამაშობს, ვფიქრობ, თავისთავად მრავლისმეტყველია. გარდა ამისა, მინდა მისი თვისებები გამოვყო - ძალიან მშრომელი და მიზანდასახულია, რაც წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება". 

ჯოვანი კინი (მოიზეს ძმა, ფეხბურთელი): "ის ისეთივე ავაზაა, როგორიც ტიერი ანრი და ისეთივე მებრძოლი, როგორიც კარლოს ტევესი. ყოველდღე მუხლჩაუხრელად შრომობს, რადგან იცის რას ნიშნავს "იუვენტუსში" ყოფნა და მისი მაისურის ტარება". 

სათამაშო სტილი...

შესანიშნავი კოორდინაცია აქვს და საჰაერთო ორთაბრძოლებისას კარგად თამაშობს. თავისი გუნდის შეტევისას ყოველთვის ცდილობს ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაიხსნას და ეპიზოდის ზუსტად დასრულება მისი მთავარი კოზირია. სწრაფი და მოქნილია, რაც უპირატესობას მოედნის ყველა მონაკვეთზე ანიჭებს. პრესინგის თამაშისასაც საკმაოდ სასარგებლოა

ვის ადარებენ... 

მისი კუმირი მარიო ბალოტელია და სწორედ მას ადარებენ. იტალიის 17 წლამდე ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩისას, როცა გოლი გაიტანა, მაისური აიწია და ბალოტელისებურლად, წარწერაზე მიუთითა: Why always me?.. თუმცა არის განსხვავებაც, კინს "სუპერ მარიოსავით" შორიდან დაყენებული დარტყმა არ აქვს. სამაგიეროდ, გაცილებით მეტს მოძრაობს და ხშირად ნახევარდაცვასაც ეხმარება. კარგად ეხერხება "ბურთის დაჭერა". 

პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში...

2016-2017 წლების "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, რომელშიც "სევილია" "იუვენტუსს" მასპინძლობდა, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა და აღნიშნულ ტურნირზე 21- საუკუნეში დაბადებულმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა - ეს ბიჭი ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირია, რომელიც მოედანზე მირალემ პიანიჩის ნაცვლად შემოვიდა. კინს ანალოგიური რეკორდი სერია -შიც ეკუთვნის. შიდა ჩემპიონატში მისი დებიუტი 19 ნოემბერს, "პესკარასთან" შეხვედრაში შედგა.

რას ამბობს თავად...

"სერია -ში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ყოველთვის მაღალ მიზნებს ვისახავ და მათ შესასრულებლად ბევრს ვშრომობ". 

"ჩემთვის უფროს მეტოქეებთან თამაში ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია და თითქმის ყველა კატეგორიის უფროსი მეტოქის წინააღმდეგ მითამაშია. ასე რომ, ეს დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის". 

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები