Aa
Aa

"დიდი მადლობა ყველას" - ლანჩხუთის ფეხბურთელების ვიდეომიმართვა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი „ლანჩხუთსა“ და შვედურ „როზენგარდს“ შორის თბილისში შედგა და სამწუხაროდ სტუმრების გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ლანჩხუთელების მისამართით ნეგატიური კომენტარები გავრცელდა, რაც ფეხბურთელებისთვის არასასიამოვნო გამოდგა.

სპეციალურად Crystalsport-ის მომხმარებლებისთვის ნინი ჩხარტიშვილმა, თეონა თოდაძემ და ანა გობრონიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ლანჩხუთის ცენტრალური მცველი ნინი ჩხარტიშვილი ხაზს უსვამს არასასიამოვნო კომენტარებს, მაგრამ მისი თქმით, ამისთვისაც მზად იყვნენ. სამივე ფეხბურთელმა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები