Aa
Aa

მატჩრევანში 30 წლის შემდეგ - ბასტერ დაგლასი მზადაა ტაისონს ეჩხუბოს

კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის შემოქმედი ბასტერ დაგლასი მზადაა, რინგზე დაბრუნდეს და მაიკ ტაისონს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს. 60 წლის ექს-მოკრივე USA Today-ს ესაუბრა და განაცხადა:

„რატომაც არა. მაიკთან ჩხუბს სიამოვნებით დავთანხმდებოდი. მთელი ამ წლების განმავლობაში პროფესიონალი მოკრივე ვიყავი და თავს ახლაც ძალიან კარგად ვგრძნობ. თანაც ყოველთვის გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება შეგიძლია.

ტაისონს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება მას მატჩრევანშის გამართვის საშუალება რატომ არ მივეცი. საქმე ისაა, რომ ეს საკითხი რამდენჯერმე ახსენეს, მაგრამ რეალური შემოთავაზება არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 11 თებერვალს ტოკიოში გამართულ ბრძოლაში ბასტერ დაგლასმა ტაისონი დაანოკაუტა. მაშინ „რკინის მაიკი“ კარიერის პიკში გახლდათ, დაუმარცხებელი იყო და ზედიზედ 37 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. როგორც გულშემატკივრები, ისე ბუკმეიკერები ტაისონს უპირობო ფავორიტად მოიაზრებდნენ, მაგრამ მე-10 რაუნდში დაგლასმა მაიკი ნოკაუტში, ხოლო მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები