Aa Aa
1 დეკემბერი 2020  |  16:52

მე-10 მატჩი და მე-10 წაგება - საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა

დასრულდა ქალთა "ევრო 2022-ის" საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოსა და ბოსნიას შორის. ჩვენმა ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:3 დამარცხდა. 

სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 22-ე წუთზე პირველი გოლი მარია დამიანოვიჩმა გაგვიტანა. ბოსნიელთათვის ეს მატჩი არაფერს წყვეტდა და გატანილი გოლის შემდეგ თავს დიდად აღარ იწუხებდნენ. 

მეორე ნახევარში სტუმართა ნაკრებმა კვლავ იაქტურა და 64-ე წუთზე გოლის ავტორმა საგოლე გადაცემა მიითვალა. თავი ამჯერად სოფია კრაისუმოვიჩმა გამოიჩნა, რომელმაც 77-ე წუთზე დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.

ამ შეხვედრით საქართველოს ქალთა ნაკრებმა ეს საკვალიფიკაციო ციკლი დაასრულა. შედეგები არასახარბიელოა - 10 მატჩი, 10 წაგება, 3 გატანილი და 45 გაშვებული გოლი. ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი ნაკრები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დანიამ 27 ქულით დაიკავა, თუმცა მათ თადარიგში კიდევ ერთი მატჩი აქვთ იტალიასთან. გამარჯვების შემთხვევაში დანია საკვალიფიკაციო ეტაპს 10-დან 10 მოგებით დაასრულებს. თავისმხრივ იტალია 21 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში