Aa Aa
28 ნოემბერი 2020  |  17:26

სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ დაშავდა - ბრედას ფეხბურთელი საშხაპეში იგუდებოდა

ნიდერლანდური კლუბის "ბრედას" მთავარი დამრტყმელი ძალა და ბომბარდირი სიდნი ვან ჰოიდონკი სიკვდილს გადაურჩა. "ბრედა" ამჟამად ნიდერლანდების მეორე დივიზიონში იმყოფება და გუშინ სტუმრად "ოსს" დაუპირისპირდა.

ჰოიდონკის ინციდენტი თამაშზე გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, რა დროსაც ფეხბურთელი შხაპს იღებდა. შხაპის მიღების დროს სიდნის შუშის კარი ჩაეკეტა, ცხელი ჰაერი დაგროვდა და ის იგუდებოდა. 20 წლის შემტევმა კარი ფეხებით გაამტვრია და ისე გამოვიდა.

ამის გამო მან ფეხები დაიზიანა და თამაშზე ვეღარ გაემგზავრა. "ბრედამ" კი ჰოიდონკის გარეშე ხსენებულ გუნდთან 0:0 ითამაშა.

სიდნიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ინციდენტის შემდეგ საკუთარი ფეხების და დამსხვრეული შუშის სურათები გამოაქვეყნა წარწერით: "შხაპის მიღების დროს კარი დაიკეტა. სამწუხაროდ ამაღამ თქვენთან ერთად ვერ ვიქნები. წარმატებები ბიჭებო."

შეგახსენებთ, რომ "ბრედა" ამჟამად ნიდერლანდების მეორე დივიზიონში იმყოფება. 14 ტურის შემდეგ მათ 28 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილი კი "ერედივიზიონში" გადასასვლელ საპლეიოფო ეტაპზე მოხვედრის საშუალებას იძლევა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში