ოფიციალურად - ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ
Aa
Aa

ოფიციალურად - ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ

როგორც იქნა „ბარსელონამ“ ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია და კლუბს ამ მომენტისთვის შესაძლო გაკოტრების საფრთხე აღარ ემუქრება.

ესპანური პრესის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც 122 მილიონი ევროს ოდენობის არსებული სახელფასო ფონდი 3 წლით გადავადდება. ეს ყველაფერი კლუბს დაახლოებით 50 მილიონიან შეღავათს მისცემს, რომელსაც „ბლაუგრანა“ სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობით გადაიხდის.

მიღწეული შეთანხმება მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს და ეს, ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

კლუბს უკვე შეუძლია ტრანსფერებზე გადაერთოს. Cadena Ser-ი წერს, რომ „ბარსელონა“ იანვარში გასაჩარხი ტრანსფერებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატებთან მოლაპარაკებებს გამართავს და ამის შემდეგ, იანვრის სატრანსფერო გეგმებს დასახავს.

კლუბს ამჟამად დროებითი ხელმძღვანელობა ჰყავს და კანონმდებლობის მიხედვით მათ ტრანსფერების განხორციელება ეკრძალებათ. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება, რომ არჩევნების შემდეგ არჩეულ ახალ პრეზიდენტს პრობლემები არ შეექმნას და მიღწეული ახალი შეთანხმების შემდეგ, რონალდ კუმანს ახალი მოთამაშეების დამატება შეეძლება.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ „ბარსას“ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში 2 ფავორიტია გამოკვეთილი - ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები