ჩემპიონთა ლიგა - გურული გოგონები შვედებს თბილისში დაუპირისპირდებიან
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - გურული გოგონები შვედებს თბილისში დაუპირისპირდებიან

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ქსკ „ლანჩხუთსა“ და ქსკ „როზენგარდს“ შორის, 9 დეკემბერს თბილისში ,,მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრა 14:00 საათზე დაიყება და საქართველოში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ინფორმაცია "ლანჩხუთის" სოციალურ ქსელში გავრცელდა.

????????ქსკ ლანჩხუთი ???? ქსკ როსენგარდი???????? ???? ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ქსკ ლანჩხუთსა და ქსკ როსენგარდს...

Posted by ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti on Friday, November 27, 2020

განმეორებითი მატჩი კი შვედეთში 15 დეკემბერს გაიმართება.

"როზენგარდი" შვედეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ქვეყნის ჩემპიონობა 11-ჯერ აქვს მოპოვებული. მალმიოს წარმომადგენელი კლუბი ჩემპიონთა ლიგის სტაბილური მონაწილე და უაღრესად გამოცდილი კოლექტივია.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოქჟეტპესი“ და რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები