6 საფეხურით წინ - საქართველოს კალათბუღთელთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

6 საფეხურით წინ - საქართველოს კალათბუღთელთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

ფიბა ევროპის რეიტინგში საქართველოს ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და მეთორმეტე ადგილს იკავებს.

კალათბურთის მართველი ორგანოს ოფიციალურ საიტზე ევროპის ნაკრებების რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ილია ზუროსის შეგირდებმა ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრეს, რომელიც მე-14 პოზიციას იკავებს და რუსეთის ნაკრებს, რომელიც მე-13 პოზიციაზეა.

თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი ილია ზუროსის განკარგულებაში არიან. მიუხედავად ამისა, ისინი ისეთი ძლიერი შემადგენლობით არ არიან, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან გუნდს ნოემბრის ფანჯრის დროს ვერ ეხმარებიან რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში 4 გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“- წერია ფიბას საიტზე საქართველოს ნაკრების შესახებ.

საქართველოს ნაკრები ფინეთში იმყოფება და 28 ნოემბერს მასპინძელტა ნაკრებს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიათან ითამაშებს.

ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ შვეიცარია და სერბეთი და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები