მაიკ ტაისონი:
Aa
Aa

მაიკ ტაისონი: "ჰოლიფილდს ისევ ვუკბენდი"

ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა 1997 წელს ევანდერ ჰოლიფილდთან გამართული ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ ისევ უკბენდა.

„ასეთი რაღაცის ისევ გამეორება? არა, მეტი არასდროს. ჩემი პოზიცია ასეთია, თუმცა ევანდერთან შესაძლოა იგივე გამემეორებინა. ჰოლიფილდმა იგივე, რომ გააკეთოს, რასაც მაშინ რინგზე აკეთებდა, მას ისევ ვუკბენდი.

მისი მოკვლა მინდოდა. ვბრაზობდი იმის გამო, რომ იგი თავში მირტყამდა. ნაწილობრივ გონება დავკარგე და ამის მიზეზი ბრძოლის სცენარი იყო. ამ ყველაფერმა ბრძოლის გეგმიდან გამიყვანა.

ცუდია, თუ კარგი - არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი ტრიუმფი წაიღოს. ეს მე გავაკეთე და პასუხისმგებლობაც უნდა ავიღო. ჩემი ტრიუმფი ამაში იყო და ეს პასუხისმგებლობა მე ავიღე“.

შეგახსენებთ, რომ „რკინის მაიკი“ რინგს უბრუნდება. ტაისონი როი ჯონსის წინააღმდეგ 29 ნოემბერს იბრძოლებს. ბრძოლა 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება. ბრძოლის სახელი Frontline Battle გახლავთ და არის ვარაუდი, რომ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც მაიკისა და როის ჯახია ჩანიშნული, მოკრივისა და MMA-ის მებრძოლის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები