Aa
Aa

"კაჩი-კოში"! - ტოჩინოშინმა მოიგო და დადებითი ბალანსი გაიფორმა!

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის „კიუშუ ბაშოს“ მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა კაისეი იყო. ქართველის მსგავსად კაისეიც "კაჩი-კოშის" გასაფორმებლად იბრძოდა. მისი მოგება-წაგებათა ბალანსი დღევანდელ ბრძოლამდე 6:7-ზე იყო. ქართველმა სეკიტორმა მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და დადებითი ბალანსი, ანუ „კაჩი-კოში“ გაიფორმა.

ლევანმა ბრძოლა ორმაგი მავაშის ჩავლებით დაიწყო. მეტოქეც ასევე მოიქცა, თუმცა რთულია ტოჩინოშინს ძალით აჯობო. გორგაძემ დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა.

დღევანდელი ბრძოლის გარდა ტოჩინოშინი-კაისეის 20 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 12 მოიგო, 8 შეხვედრაში გამარჯვება კაისეის დარჩა. ქართველი კაისეის დამარცხებას მეტწილად იორიკირის ილეთით ახერხებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები