Aa Aa
20 ნოემბერი 2020  |  13:01

ჯაბა კანკავა:"ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავა სოციალურ ქსელში მაკედონიასთან გამართულ მატჩზე განცხადება გააკეთა.

ყველას გააზრებული ქონდა რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის, ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერ მოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა, 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის იმ ადამიანებისაც ვინც საუბრობს რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება, და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა ეს მძიმე პერიოდი როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი რო ბევრად მეტი რესურსია ჩვენ ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის

View this post on Instagram

A post shared by Jaba Kankava (@jabakankava)

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ფინალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 0:1 წააგო.

C დივიზიონის ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და პირველ ადგილზე გასულ სომხეთის ნაკრებს 4 ქულით ჩამორჩა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში