Aa
Aa

"მადლობა მისტერ" - კვეკვესკირი ვაისს დაემშვიდობა

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. როგორც ჩანს, სლოვაკმა სპეციალისტმა ჩვენს ფეხბურთელებს თავი ძალიან შეაყვარა. ერთ-ერთი მათგანი კი ნიკა კვეკვესკირია, რომელიც ვლადიმირს "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდის მეშვეობით დაემშვიდობა.

"მადლობა მისტერ. არასდროს დავივიწყებ იმას, რაც შენ და შენმა გუნდმა ჩვენთვის გააკეთეთ. თქვენთან ერთად მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო და დიდი პატივი იყო" - განაცხადა ნიკამ

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა. ამ პერიოდში სლოვაკი "ჯვაროსნებს" 47-ჯერ გაუძღვა. 16 გამარჯვება, 16 წაგება და 15 ფრე. ასეთია ვაისის შედეგები.

სამწუხაროდ ვლადიმირის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა "ევრო 2020-ზე" გასასვლელი საფინალო მატჩი ჩრდ.მაკედონიასთან 0:1 წააგო და ისტორიული გამარჯვება არ შედგა. ამის შემდეგ "ჯვაროსნები" საკუთარ კედლებში სომხეთთან 1:2 დამარცხდნენ. სწორედ ეს იყო სლოვაკის უკანასკნელი მატჩი საქართველოს მწვრთნელის რანგში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები