ახალი ისტორია! - ქალთა გუნდი
Aa
Aa

ახალი ისტორია! - ქალთა გუნდი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზეა!

2019 წლის საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, გურულებმა რუმინეთში „ოლიპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთ გოლი 68-ე წუთზე „ლანჩუთის“ ლიდერმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა.

"ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. გურულები ისტორიის დაწერას აგრძელებენ.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ "ოქჟეტპესს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მატჩის გმირი ხატია ჭყონია გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება, ხოლო მომდევო ეტაპის მატჩები 9/10 დეკემბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები