Aa
Aa

წინა წლის ფინალი გახსნით მატჩში - ტიმმა შემაჯამებელი ციციპასთან გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ჩოგბურთელთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. გახსნით შეხვედრაში გასული წლის ფინალისტები - დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

ავსტრიელმა მატჩი უფრო სტაბილურად ჩაატარა და გათამაშება წარმატებულად გახსნა - 7:6; 4:6; 6:3. დომინიკს მეტოქის დასამარცხებლად 2 საათი და 17 წუთი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ციციპასი შემაჯამებელი ტურნირის პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც გახსნითი მატჩი წააგო.

დღის მეორე თამაში რაფაელ ნადალსა და ანდრეი რუბლიოვს შორის გაიმართა. მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა ახალგაზრდა რუსს დამაჯერებლად - 6:3; 6:4 აჯობა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ნადალი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ზედიზედ მე-16-ედ ასპარეზობს, რაც ყველა დროის რეკორდია. მას ამ გათამაშების ჩემპიონობა არასდროს მოუპოვებია და ახლა შემაჯამებელზე მოგება-წაგებათა ბალანსი 19:14-ზე აქვს.

მეორე ტურში ნადალი და ტიმი ერთმანეთში ითამაშებენ, ციციპასი და რუბლიოვი კი პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად შეებრძოლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები