Aa Aa
13 ნოემბერი 2020  |  21:33

„მაიკისგან აღარაფერი დარჩება" - ჰოლიფილდი შიშობს რომ მისი და ტაისონის ტრილოგია არ გაიმართება

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონსა და როი ჯონს ჯუნიორს შორის გასამართი საჩვენებელი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ჰოლიფილდმა ინტერვიუ The Sun-ს მისცა და განაცხადა, რომ მისი აზრით, „რკინის მაიკი“ მასთან მესამედ ჩხუბს არასდროს დათანხმდება.

„მაიკის დაბრუნების შემდეგ, პირველი მე უნდა ვყოფილიყავი და არა როი ჯონს ჯუნიორი. ჩემი აზრით, ჩემი და ტაისონის მესამე ბრძოლა აღარასდროს გაიმართება, რადგან ჯონსთან ჩხუბის შემდეგ, მაიკისგან აღარაფერი დარჩება.

ჩვენ ისეთ ასაკში ვიმყოფებით, რომ რთულია, ერთზე მეტი ბრძოლის ჩატარება შეძლო. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ ჯერ მე და მაიკს უნდა გვეჩხუბა. ყველა ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს. მაიკმა გადაწყვიტა, რომ ჩემ მაგივრად რინგზე როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ გასულიყო და ვერაფერს ვიზამ.

მათ ბრძოლას რაც შეეხება, როის უპირატესობა სისწრაფეში აქვს. ტაისონი კი ძლიერი დარტყმით გამოირჩევა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული ბრძოლას უკეთეს ფორმაში რომელი მოკრივე შეხვდება".

შეგახსენებთ, რომ როი ჯონს ჯუნიორისა და ტაისონის საჩვენებელი ბრძოლა 28 ოქტომბერს გაიმართება. „რკინის მაიკის“ მსგავსად რინგზე დაბრუნება ევანდერ ჰოლიფილდმაც დააანონსა, თუმცა მისთვის მეტოქე ჯერ არ შეურჩევიათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში