ზაალიშვილმა ვერცხლი აიღო - 8 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ზაალიშვილმა ვერცხლი აიღო - 8 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი რვა მედლით დაასრულეს.

ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მძიმე წონაში გელა ზაალიშვილი უნგრელ რიჩარდ შიპოჩის დაუპირისპირდა. ქართველი ძიუდოისტი შეხვედრის მიმდინარეობისას უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ზაალიშვილმა ფინალმდე თურქ ფურკან გუნერსა და სლოვაკ მარიუზ ფიზელს აჯობა.

დღესვე ბრინჯაოს მედალი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ პოლ დევოს მოუგო.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციამ 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი დაისაკუთრა. ოქროს მედალოსნები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ. ვერცხლი თემურ ნოზაძემ და გელა ზაალიშვილმა დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები ბაგრატ ნინიაშვილმა, ჯაბა პაპინაშვილმა, ვლადიმირ ახალკაცმა და ონისე სანებლიძემ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები