Aa Aa
8 ნოემბერი 2020  |  21:46

სოფიაში ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა - მატჩი ცენტრალურ კორტზე გაიმართება

9 ნოემბერს სოფიას 500 ქულიანთა კატეგორიის ტურნირი იწყება, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს. ნიკოლოზი ბულგარეთში მე-7 ნომრად არის განთესილი.

ბასილაშვილის პირველი მეტოქე იტალიელი სტეფანო ტრავალია იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 74-ე გახლავთ. ამ წყვილში გამარჯვებული მარტინ ფუჩოვიჩსა და იანიკ სინერს შორის მოგებულს შეხვდება.

ნიკოლოზი სოფიაში შარშანაც თამაშობდა, თუმცა ტურნირს მალევე გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ დანიელ ბრანდსთან დამარცხდა. რაც შეეხება ბასილაშვილის და ტრავალიას ურთიერთშეხვედრებს, ისინი კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზმა იტალიელი სამ სეტში 3:6 6:3 3:6 6:4 6:3 დაამარცხა.

სამწუხაროა, მაგრამ ნიკოლოზი ბოლო პერიოდში საშინელ ფორმაშია და დიდი ხანია მას არა თუ მატჩი, არამედ ერთი სეტიც კი არ მოუგია. შეხვედრა 9 ნოემბერს თბილისის დროით 14:00-ზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ცენტრალურ კორტზე გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში