ფლოიდი ტრადიციას არ ღალატობს - მანის 200 000-დოლარიანი ფსონი და გამარჯვება
Aa
Aa

ფლოიდი ტრადიციას არ ღალატობს - მანის 200 000-დოლარიანი ფსონი და გამარჯვება

ფლოიდ მეივეზერი თავის მეტსახელს ამართლებს. ამერიკელმა ექს-მოკრივემ NFL-ის ერთ-ერთ შეხვედრაზე 200 000 აშშ დოლარი დადო და ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიგო.

„მანიმ“ ფსონი „სან ფრანცისკო ფორთი ნაინერსსა“ და „გრინ ბეი პეკერსს“ შორის გამართულ მატჩზე განათავსა. ფლოიდმა ივარაუდა, რომ „გრინ ბეი“ 7 ქულაზე მეტით გაიმარჯვებდა და ისე მოიგო, არც კი უნერვიულია.

„პეკერსებმა“ ფენომენალურად იასპარეზეს და მეოთხე მეოთხედის წინ 31-3-ს იგებდნენ. გადამწყვეტ თხუთმეტწუთეულში „სან ფრანცისკომ“ 14 ქულა დააგროვა, თუმცა ეს მატჩის მიწურულს გააკეთა და ფლოიდის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

„მანი“ წარმატებული ფსონის წყალობით 166 666 აშშ დოლარით გამდიდრდა და მოგვიანებით, სოციალურ ქსელში მოგებულ თანხასთან ერთად გადაღებული ფოტო გაასაჯაროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები