რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ოფიციალურად - ლევანდოვსკი MLS-ში ითამაშებს

პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მლს-ში, „ჩიკაგო ფაერში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი „ჩიკაგო ფაერთან“ 2028 წლამდეა გათვლილი.

„ლევანდოვსკის ტრანსფერი ხაზს უსვამს ჩვენს ამბიციებს, ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის და ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. მოუთმენლად ველოდებით მასთან მუშაობის დაწყებას“, - აღნიშნა კლუბის დირექტორმა, გრეგ ბერჰალტერმა.

ცნობისთვის, ლევანდოვსკი 2022 წლიდან „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში 37 წლის ფორვარდმა 46 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკო პასი მომდევნო სეზონსაც კომოში გაატარებს
ნიკო პასი მომდევნო სეზონსაც კომოში გაატარებს