გადაწყვეტილება მიღებულია - რეხვიაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - რეხვიაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს

ზებედა რეხვიაშვილი 2021 წლიდან კარიერას სერბეთის დროშის ქვეშ გააგრძელებს.

ძიუდოისტი ამჟამად სწორედ ერთ-ერთ სერბულ კლუბში ვარჯიშობს და სურვილი აქვს საერთაშორისო ასპარეზზეც სამომავლოდ ამ ქვეყნის სახელით წარსდგეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ძიუდოისტებს მოქალაქეობის შეცვლა 30 წლამდე ეკრძალებათ, რის გამოც 29 წლის რეხვიაშვილს მოცდა 16 თებერვლამდე მოუწევს.

მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა 2013 წლით თარიღდება, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც რეხვიაშვილი გამოდიოდა, საქართველოს ნაკრებში ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და ნუგზარ ტატალაშვილი ჭიდაობენ.

მსგავსი სიახლეები