Aa Aa
31 ოქტომბერი 2020  |  17:57

პარიზის მასტერსი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

პარიზის მასტერსი ახლოვდება. დღეს კი ცნობილი გახდა, თუ ვის შეხვდება პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 34-ე ჩოგანი იან-ლენარდ შტრუფი გახლავთ.

ეს ორი ჩოგბურთელი კარიერაში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. ორი მოგება ნიკოლოზზე მოდის, სამი კი გერმანელზე. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ATP-ს ეგიდით უკანასკნელი 11 შეხვედრა წააგო. ბოლოს ქართველმა ვლადიმირ ივანოვი დაამარცხა.

ბასილაშვილსა და შტრუფს შორის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე უგო გასტონსა და კარენო ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამჟამად ნიკოლოზი რეიტინგშ 36-ე გახლავთ. აღნიშნული დაპირისპირება 2 ნოემბერს თბილისის დროით 13:00-ზე გახლავთ ჩანიშნული, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, შესაძლოა მატჩი გაცილებით გვიან დაიწყოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში