„მითხრა, რომ UFC-ში კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ“ - ჯოჯუა მარცხის შემდეგ დეინა უაითმა გაამხნევა
Aa
Aa

„მითხრა, რომ UFC-ში კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ“ - ჯოჯუა მარცხის შემდეგ დეინა უაითმა გაამხნევა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ RT.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მირანდა მავერიკთან მარცხის შესახებ ისაუბრა. „მგელმა“ ბრძოლის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ წაგების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა დაამშვიდა და კიდევ ერთ ბრძოლას დაჰპირდა.

„მზად ვიყავი და მინდოდა, რომ ჩხუბი გამეგრძელებინა, მაგრამ ექიმებმა ამის უფლება არ მომცეს. ახლა გულში მწუხარებას, სევდასა და სიმძიმეს ვგრძნობ. MMA სასტიკი სპორტია და დაზღვეული არავინ არაფრისგანაა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, ჭრილობა ასე ღრმა თუ იყო. რომც მცოდნოდა, ბრძოლას მაინც გავაგრძელებდი და მზად ვიყავი, საფინალო გონგამდე მეჩხუბა.

ჭრილობა ღრმა იყო, მაგრამ ხელს არ მიშლიდა. ყველაფერს ვხედავდი და სუნთქვაც შემეძლო. ვფიქრობ, რომ ჩემთვის შანსი უნდა მოეცათ და თუ მდგომარეობა გართულდებოდა, ბრძოლა შემდეგ შეეჩერებინათ. ჩემი აზრით, ჩხუბის გაგრძელება შემეძლო. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და უკვე იმაზე ვფიქრობდი მეორე რაუნდში რა მოხდებოდა, თუმცა ოქტაგონზე დაბრუნების უფლება არ მომცეს.

ბრძოლის შემდეგ, ჩემთან დეინა უაითი მოვიდა, ოღონდ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როცა ექიმთან წამიყვანეს, ის მოვიდა, რათა ენახა რა ხდებოდა და თავს როგორ ვგრძნობდი. ყველაფერს ნამდვილი მამაკაცივით ვუმკლავდებოდი და ცრემლებს ვმალავდი, მაგრამ როცა ჩავთვალე, რომ ოთახში ექიმების გარდა არავინ იყო, ტირილი დავიწყე. ამ დროს კი დეინას ხმა მომესმა, რომელმაც ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა: „ნუ ტირი, ნუ ტირი“.

როცა მივხვდი, რომ ის ყველაფერს ხედავდა, უფრო მეტად ავტირდი და უხერხული ვითარება შეიქმნა. მოგვიანებით, ექიმის ოთახის დატოვების შემდეგ, დეინა დამელაპარაკა და მითხრა, რომ UFC-ში კიდევ ერთ ბრძოლას მომცემდა. სასიამოვნოა, რომ ჩემ გვერდით, როგორც გამარჯვების, ისე წაგების შემდეგ იყო და თანადგომა გამომიცხადა “.

შეგახსენებთ, რომ ჯოჯუა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. პირველი რაუნდის შემდეგ მას ექიმმა ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები