დონარუმას კორონავირუსი დაუდასტურდა: ვინ შეცვლის იტალიელს?
Aa
Aa

დონარუმას კორონავირუსი დაუდასტურდა: ვინ შეცვლის იტალიელს?

''მილანისა'' და იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფორმაციას მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სავარაუდოდ, დონარუმას არყოფნაში გუნდის კარს გამოცდილი რუმინელი მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ დაიცავს, თუმცა შესაძლოა, პიოლიმ არჩევანი ანტონიო დონარუმას სასარგებლოდ გააკეთოს.

21 წლის მეკარის გარდა კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელი, 21 წლის შემტევი ნორვეგიელი პეტერ ჰაუგეა ინფიცირებული. დონარუმასა და ჰაუგეს გარდა ''მილანის'' ტექნიკური პერსონალის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი იზოლაციაშია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

სერი ა-ს საწყის 4 ტურში ''მილანმა'' ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, 9 გოლი შეაგდო და მხოლოდ 1 გაუშვა. სატურნირო ცხრილს პიოლის გუნდი ლიდერობს.

დონარუმა ''მილანს'' უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება. იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში სტეფანო პიოლის გუნდი საკუთარ კედლებში ''რომას'' შეხვდება. დაპირისპირება 26 ოქტომბერს გაიმართება. 29 ოქტომბერს ''მილანი'' ევროპა ლიგის შეხვედრაში პრაღის ''სპარტასთან'' ითამაშებს, პირველ ნოემბერს კი ''უდინეზეს'' ესტუმრება. ასე რომ, კლუბის კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია და დონარუმას არყოფნით მთავარ მწვრთნელს დამატებითი საფიქრალი გაუჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები