PRO DE2 - მორიგი ქართული ლელოები საფრანეგეთში
Aa
Aa

PRO DE2 - მორიგი ქართული ლელოები საფრანეგეთში

მიუხედავად იმისა, რომ 23 ოქტომბერს ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშეს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის კლუბებში იმდენი ქართველი ლეგიონერები დარჩა, რომ მინიმუმ ერთმა ჩვენებურმა მე-7 ტურის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტური ‘მონ-დე-მარსანისა’ და ‘ნევერის’ შეხვედრით გაიხსნა. ‘ნევერი’ სტუმრად თამაშობდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 26:16, ამაში კი საკუთარი წვლილი თორნიკე მატარაძემ შეიტანა, რომელმაც თავი ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა. ის თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო 77-ე წუთზე კოლექტიური შეტევა ლელოთი დაასრულა და სტუმრებს გამარჯვება დაუბევა. 

მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა ‘ანგულემის’ ბურჯმა ლუკა გოგინავამ. მისმა გუნდმა ‘კარკასონს’ უმასპინძლა და 8:21 დამარცხდა.

მასპინძელთა მარქაფაში სამი ქართველი იყო: ზაურ თევდორაშვილს თამაშში ჩართვა 26-ე წუთზე მოუწია, შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, ხოლო გოგინავამ დასკვნითი 20 წუთი ითამაშა და ლელო მატჩის მიწურულს გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები