Aa
Aa

ზვერევმა კიოლნში იმარჯვა და შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

ალექსანდრ ზვერევმა კიოლნში გამართული საჩოგბურთო ტურნირი მოიგო და წლის შემაჯამებელ გათამაშებაზე ასპარეზობა გაინაღდა.

23 წლის გერმანელმა ფინალურ შეხვედრაში არგენტინელ დიეგო შვარცმანს საათსა და 11 წუთში, იოლად - 6:2; 6:1 აჯობა და ბოლო ორ კვირაში მეორე ტიტული დაისაკუთრა.

ზვერევმა გასულ კვირას ასევე კიოლში ჩატარებული გათამაშების ჩემპიონობა იზეიმა. ასე რომ, მას ამ ქალაქში ბოლო 8 თამაში მოგებული აქვს, რითაც ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ადგილი დაჯავშნა.

აქვე დავამატოთ, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართული ტურნირის ჩემპიონი უგო უმბერი გახდა. ფრანგმა ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინაურს 6:1; 7:6 აჯობა და კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები