Aa
Aa

"ეს ბოლო ბრძოლა იყო" - ხაბიბმა გეიჯი დაამარცხა და კარიერა დაასრულა!

დასრულდა ბრძოლა აბუდაბიში ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეიჯს შორის. მეორე რაუნდში რუსმა ამერიკელი ვადაზე ადრე დაამარცხა. ეს ხაბიბის კარიერაში 29-ე გამარჯვება იყო. როგორც ყოველთვის მან ხელთათმანები ოქტაგონის ცენტრში დატოვა.

ხელთათმანების დატოვების შემდეგ ხაბიბმა გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ მან კარიერა დაასრულა.

"დღეს პირველად ვარ აქ მამაჩემის გარეშე. ის 20 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო. ღმერთმა ყველაფერი მომცა და მისი მადლიერი ვარ. როდესაც UFC-მ დამირეკა და ჯასტინთან ბრძოლა შემომთავაზა დავთანხმდი, მაგრამ დედაჩემს პირობა მივეცი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა. სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და ახლაც ასე მოვიქცევი.

დასვენების უფლება დავიმსახურე. დიდი მადლობა ყველას. მადლობა UFC-ს, თქვენ საოცარ შოუს ქმნით. მადლობა ჩემს გუნდს და ჯასტინს. მეგობარო კარგად მახსოვს როგორც დამეხმარე და მე შენზე ძალიან ბევრი კარგი რამ ვიცი. დღეს ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას." - განაცხადა ხაბიბმა

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სპორტსმენმა კარიერაში 29 ბრძოლა გამართა და აბსოლუტურად ყველა მოიგო. რუსმა ოქტაგონი ატირებულმა დატოვა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები