ევროპის თასი - ქართველი ხელბურთელების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ევროპის თასი - ქართველი ხელბურთელების მეტოქეები ცნობილია

ევროპის ხელბურთის ფედერაციაში ქალთა ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალის წილისყრა გაიმართა.  

ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ორი ხელბურთელი მონაწილეობს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შემდეგ ქეთევან ვენეცკის კლუბი, კოსოვოს ისტოგუ შეხვდება ბელარუსის ვიქტორია ბერესტიეს. 

პირდაპირ მეთექვსმეტედფინალში იყო დაშვებული მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბი, კუმანოვო. მისი მეტოქე იქნება უკრაინული გუნდი, ლვოვის გალიჩანკა. 

პირველი წრის თამაშები გაიმართება 14 ან 15 ნოემბერს, საპასუხო მატჩები - ერთ კვირაში, 21-22 ნოემბერს.

32 გუნდი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად: პირობითად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპად და  წილისწყრის დროს დაწყვილება ჯგუფებს შორის ხდებოდა. მიზეზი პანდემიაა - EHF ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოება და აარიდოს გუნდები ხანგრძლივ და შორეულ მგზავრობას.

ევროტურნირების რეფორმის შედეგად, ევროპის თასი წლეულს პირველად იმართება. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა, 5 კლუბი, ესპანეთს ჰყავს. შეჯიბრება მაისის პირველ დეკადაში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები