Aa Aa
18 ოქტომბერი 2020  |  19:17

სამწუხარო ინფორმაცია - 97 წლის ასაკში გარუნ აკოფოვი გარდაიცვალა

97 წლის ასაკში ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი გარუნ აკოფოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

''მწუხარებით ვიუწყებით, რომ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული სპორტული ჟურნალისტიკის მეტრი, გარუნ აკოფოვი. ფასდაუდებელია ამდაგვარი პროფესიონალის ღვაწლი და წვლილი ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარება-გაძლიერებასა და ქართული სპორტის წინსვლაში.

ახლო მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოს სხვადასხვა თაობის გამოჩენილ სპორტსმენებთან, სპეციალისტებთან თუ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებთან. არ დარჩენილა ქართულ სპორტში არც ერთი პრობლემა, კომპეტენტური აზრი არ გამოეთქვა. მისი ავტორობით გამოცემულმა წიგნებმა კი პირუთვნელად შემოგვინახა ათეული წლების განმავლობაში ქართველ სპორტსმენთა და ქართული სპორტის მიღწევები და თავგადასავლები. ოთხი ათეული წელიწადი ”სოვეტსკი სპორტის” მიმომხილველი იყო და ქართული სპორტის სახელისა და დიდების მემატიანედ აქცია ეს გაზეთი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში.

დემიკო ლოლაძე და გარუნ აკოფოვი

მდიდარი პირადი არქივი უანგაროდ უსახსოვრა ქართული სპორტის მუზეუმს, სპორტულ ფედერაციებს და ”ლელოს” რედაქციას. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კალათბურთში, მრავალი კონკურსის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, როგორც თავად ამბობდა, თავს მიიჩნევდა - სპორტულ ჟურნალისტიკაში "ლელოს" შვილობილად". პიროვნული და პროფესიული ღირსებებით გამორჩეული ღვაწლმოსილი კოლეგის დამსახურება, სახელი და ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ჟურნალისტიკისა და ქართული სპორტის ისტორიაში''.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

ფოტო: გარუნ აკოფოვის პირადი არქივი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში