Aa
Aa

შერმადინი ესპანეთში საუკეთესოა! ტენერიფემ 5-დან 5 მოიგო

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგა ენდესაში ზედიზედ მე-5 შეხვედრის მოგება შეძლო.

ქართველი ცენტრის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. შერმადინმა პარკეტზე 28:05 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 16 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა იყო. აღსანიშნავია, რომ ის 100%-იანი მაჩვენებლით უტევდა - 3-დან 3 ზუსტი ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო. მეტოქეები მის წინააღმდეგ 8-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მხოლოდ 1 ფოლი მიიღო.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და შეხვედრის MVP-ის წოდებაც მიიღო.

ამრიგად, „ტენერიფე“ 5 მოგებით ჩემპიონატის ლიდერია, შერმადინი კი სარგებლიანობის საშუალო მაჩვენებლით (23.8) მთელ ლიგაში საუკეთესო გახლავთ.

„ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს „უნიკახას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები