Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  18:31

"როგორც უნდათ ისე ხაზავენ" - ჰენდერსონი "ვარ" სისტემაზე

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "ევერტონი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. მატჩის შემდეგ ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და "ვარ" სისტემა გააკრიტიკა.

"ხანდახან ისინი ხაზებს სპეციალურად წევენ, რომ თამაშგარე მდგომარეობა შეიქმნას. ასე არ შეიძლება, მათ როგორც უნდათ ისე ხაზავენ.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. მიღწეული შედეგით კი "ევერტონი" ბედნიერი იქნება." - განაცხადა ჰენდერსონმა

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯორდან ჰენდერსონმა გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რასაც მოგვიანებით თავად კაპიტანი არ დაეთანხმა.

 

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში