Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  14:02

სტივ ფინანი გაკოტრდა და ლეგენდარული ფინალის ოქროს მედალს ყიდის

2005 წლის ფორმაციის „ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველი სტივ ფინანი გაკოტრდა.

44 წლის ფინანი თავის გადასარჩენად ძვირფას ნივთებს ყიდის, მათ შორის არის 2005 წლის ლეგენდარული ფინალის ოქროს მედალი, რომელიც მან „მილანის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

ფინანმა აუქციონზე გასაყიდად მისი მაისურები და კიდევ ბევრი სხვა ნივთი გაიტანა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როცა ყოფილი ფეხბურთელის უძრავი ქონების ფირმა გაკოტრდა.

Finnan Developments-ი 4-მილიონიანი ვალის გამო გაკოტრდა. ფინანმა ამ კომპანიაში ოთხ მილიონ ფუნტზე მეტი ჩადო. მასთან ერთად ბიზნესს მისი ძმა შონი ხელმძღვანელობდა.

ბრიტანული პრესის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი, რომელიც ფინანმა უნდა გაყიდოს დაახლოებით 15 ათას ფუნტამდე ღირს.

შეგახსენებთ, რომ სტივ ფინანი „მერსისაიდელთა“ რიგებში 2003-2008 წლებში ასპარეზობდა. 217 მატჩში მისი მონაგარი 1 გოლი და 16 საგოლე გადაცემა იყო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში