შენგელიას 8 ქულა - ოვერტაიმში დამარცხებული იგორ კოკოშკოვი
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა - ოვერტაიმში დამარცხებული იგორ კოკოშკოვი

ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიამ და კომპანიამ ურთულესი გამარჯვება მოიპოვეს.

მოსკოვის „ცსკამ“ დაძაბულ ბრძოლაში ოვერტაიმში კოკოშკოვის გაწვრთნილი „ფენერბაჰჩე“ თურქეთში 78:77 დააამრცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეთზე 26:03 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.

თურქული კლუბის რიგებში იარლ ედია გამოსარჩევი, რომელმაც 6-დან 6 სამ ქულიანი ჩააგდო.

მომდევნო ტურში „ცსკა“ მოსკოვში „ალბა ბერლინს“ დაუპირისპრიდება. შეხვედრა 16 ოქტომბერს 21:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები