გადაწყვეტილება მიღებულია - ჭიდაობის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გადაიდო
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - ჭიდაობის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გადაიდო

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) გადაწყვეტილებით, 2020 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც გაუქმდა და წლევანდელი სეზონის კალენდარში შეტანილი დიდი შეჯიბრებებიდან ძალაში მსოფლიოს ჩემპიონატი რჩება, რომელსაც 12-20 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა უნდა უმასპინძლოს.

მსოფლიოს ჩემპიონატის თემას UWW ერთ თვეში მიუბრუნდება. 5 ნოემბერს ამოიწურება შეჯიბრებაზე მონაწილეობის მსურველ ქვეყანათა ნაკრებების პროგრამული რეგისტრაციის ვადა.

6 ნოემბერს კი მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ბიუროს სხდომა გაიმართება და შესული განაცხადების რაოდენობისა და პანდემიის დონის გათვალისწინებით, მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები