დეკადის ასისტი - გიორგი ცინცაძე ნომინანტებს შორის
Aa
Aa

დეკადის ასისტი - გიორგი ცინცაძე ნომინანტებს შორის

ყველას კარგად გვახსოვს გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში, ლიეტუვასთან გააკეთა. ბრუნში, ზურგსუკნიდან გაშვებული და 2 ბალტიელის – მანტას კალნიეტისისა და იონას ვალანჩუნასს შორის გაძვრენილი ბურთი ფარქვეშ მანუჩარ მარკოიშვილმა მიიღო და ლიეტუველთა კალათი დალაშქრა.

სწორედ ეს პასი მონაწილეობს ფიბა-ს ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვა-შეჯიბრებაში, რომლის მიზანიც დეკადის (ბოლო 10 წლის) საუკეთესო ასისტის გამოვლენაა.

გამოკითხვას შეჯიბრების სახე აქვს და მეპასეები ერთმანეთს ჯერ მეოთხედფინალში ხვდებიან, რასაც ლოგიკურად პლეი ოფის მომდევნო ეტაპები – ნახევარფინალი და ფინალი მოჰყვება და გამარჯვებულიც გამოვლინდება.

გიორგი ცინცაძის პირველი მეტოქე 3×3 კალათბურთის ლეგენდა დუშან ბულუტია 2016 წელს, მსოფლიოს 3×3 ჩემპიონატზე გაკეთებული პასით.

წარმოგიდგენთ წყვილებს,პლეი ოფის ბადეს:

ფაკუნდო კამპაცო (არგენტინა) მსოფლიო თასი 2019 
პატი მილსი (ავსტრალია) მსოფლიო თასი 2019 

დერიკ როუზი (აშშ) მსოფლიო თასი 2014 
რუსტამ მურზაგალიევი (ყაზახეთი) აზიის თასი 2017

მარკ გასოლი (ესპანეთი) ევრობასკეტ 2013
ჩემიზ მეტუ (ნიგერია) მსოფლიო თასი 2019

გიორგი ცინცაძე (საქართველო) ევრობასკეტ 2015
დუშან ბულუტი (სერბეთი) 3×3 მსოფლიო თასი 2016

ცინცაძე-ბულუტის გამარჯვებული გასოლი-მეტუს წყვილს შორის უმჯობესს ნახევარფინალში შეხვდება. 

გამარჯვებულის გამოვლენა მთლიანად ქომაგებზეა დამოკიდებული, რომლებიც უნდა ესტუმრონ ფიბა-ს საიტს და ხმა მისცენ მათთვის საუკეთესო პასს. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები