Aa
Aa

კარიმი: „ლებრონის მემკვიდრეობა მხოლოდ კალათბურთს არ მოიცავს"

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, კარიმ აბდულ-ჯაბარმა ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა. NBA-ის დიდების დარბაზის წევრმა „მეფე“ შეაქო და განაცხადა:

„ვფიქრობ, ხალხი ყოველთვის ისაუბრებს იმაზე, რომ ლებრონმა სამ სხვადასხვა ქალაქს საჩემპიონო ბეჭედი მოუტანა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და თუ კალათბურთი მისი ერთადერთი მემკვიდრეობაა, ეს უდავოდ არაჩვეულებრივია.

თუმცა საქმე ისაა, რომ ლებრონმა როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა გაცილებით მეტი გააკეთა და მას პატივს სწორედ ამიტომ ვცემ. ის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში აქტიურადაა ჩართული და ბავშვებისთვის სკოლაც გახსნა. ჯეიმსი შესანიშნავი ადამიანია“.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ ახლახან ლარი ობრაიენის სახელობის თასი დაისაკუთრა და გადამწყვეტ სერიაში „მაიამი ჰიტს“ 4-2 სძლია. „მეფემ“ კი ისტორია დაწერა და პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სუპერფინალური სერიის MVP სამ სხვადასხვა გუნდში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები