პირველი დღე შემაჯამებელზე - ჯოკოვიჩი და რაონიჩი კარგად იწყებენ
Aa
Aa

პირველი დღე შემაჯამებელზე - ჯოკოვიჩი და რაონიჩი კარგად იწყებენ

ლონდონში სტარტი აიღო მამაკაცებს შორის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ტურნირის ავსტრიელი დებიუტანტი დომინიკ ტიმი 6:7 6:0 6:2 დაამარცხა.

შეხვედრაში დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ტიმმა ტაიბრეიკზე 12:10 მოიგო, დანარჩენ 2 პარტიაში კი, ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა. 

დღის მეორე მატჩში კანადელმა მილოშ რაონიჩმა, ფრანგი გაელ მონფილსის დამარცხება საკმაოდ მარტივად 6:3 6:4 შეძლო.

კარგად მუშაობდა რაონიჩის საფირმო ჩაწოდება, რომელმაც მას 12 "ეისი" მოუტანა და რაც ყველაზე საინტერესოა მატჩი "ორმაგი შეცდომის" გარეშე დაასრულა. გარდა ამისა, კანადელმა პირველი ჩაწოდებისას ქულების 86% მოიგო, ხოლო მეორე მოწოდებისას - 68%, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

B ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს ორი 1 ქულიანი ჩოგბურთელი, რაონიჩი და ჯოკოვიჩი შეხვდებიან, ხოლო მეორე მატჩში ურთიერთობას ტიმი და მონფილსი გაარკვევენ. 

რაც შეეხება დღევანდელ განრიგს, A ჯგუფის პირველ შეხვედრაში, 18:00 საათზე კორტზე კეი ნიშიკორი და სტენ ვავრინკა გამოვლენ, 00:00 საათზე კი - ენდი მარეი და მარინ ჩილიჩი. 

შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7,5 მილიონი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები