პირველი ლელო - მატარაძემ საფრანგეთში სადებიუტო ლელო დადო
Aa
Aa

პირველი ლელო - მატარაძემ საფრანგეთში სადებიუტო ლელო დადო

პრო დე2-ის მე-5 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. თორნიკე მატარაძემ საფრანგეთში პირველი ლელო გაიტანა.

 “ნევერი” სტუმრად ქართველების “ორიაკს” ეთამაშა და 17:23 დამარცხდა. მატარაძემ ლელო 49-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა, მასპინძელთა სასარგებლოდ.

“ორიაკის” მხრიდან ამ გამარჯვებაში წვლილი ხუთ ქართველს მიუძღვის. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შესვენებისას შეცვალეს) და კვაჭი ლუკა ნიორაძე (64 წუთი). მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ და მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ, ხოლო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი მოედანზე 49-ე წუთზე გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები