Aa Aa
11 ოქტომბერი 2020  |  19:55

მე-20 დიდი სლემი! - რაფაელ ნადალი "როლან გაროსის" გამარჯვებულია

დასრულდა "როლან გაროსის" ფინალი. რაფაელ ნადალმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტივად სამ სეტში 6:0 6:2 7:5 დაამარცხა და მოგებული დიდი სლემების რაოდენობით(20) როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ რაფაელმა საფრანგეთის ღია პირველობის მოგება სეტის წაუგებლად მოახერხა. 

რაფაელმა მატჩი შეტევით დაიწყო, რაც პირველ სეტზე აისახა. ესპანელმა სერბს არანაირი შანსი არ დაუტოვა. მეორე სეტში თითქოს ნოვაკი დაბრუნდა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა და საბოლოოდ ყველაფერი ნადალის სასარგებლოდ დასრულდა. მესამე სეტში ჯოკოვიჩმა, როდესაც 2:3-ს ბრეიკით აგებდა პირველად შეასრულა უკუბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა. ეს კი სერბმა ძალიან ემოციურად აღნიშნა. თითქოს სერბმა საკუთარი თამაში იპოვა, მაგრამ მე-11 გათამაშებაში რაფაელმა მაინც მოახერხა მეტოქის დაბრეიკება და მატჩზე ჩააწოდა.

უკანასკნელი გათამაშება კი რაფამ მშრალად მოიგო და საბოლოო წერტილი დასვა. რაფაელ ნადალი 2020 წლის "როლან გაროსის" გამარვებულია.

ნადალმა ფინალამდე დაამარცხა ისეთი ჩოგბორთელები, როგორებიც არიან ეგორ გერასიმოვი(6:4 6:4 6:2), მაკენზი მაკდონალდი(6:1 6:0 6:3), სტეფანო ტრავალია(6:1 6:4 6:0), სებასტიან კორდა(6:1 6:1 6:2), იანიკ სინერი(7:6 6:4 6:1) და დიეგო შვარცმანი(6:3 6:3 7:6) 

რაფაელ ნადალმა "როლან გაროსზე" მე-100 მატჩი მოიგო და რიგით მე-13 ტიტული მოიპოვა. ამდენი გამარჯვება და დიდი სლემი ერთ კონკრეტულ პირველობაზე არასდროს არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში