5 წლის ბიჭუნას, რომელსაც განუკურნებელი დაავადება აქვს, ინგლისურმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა
Aa
Aa

5 წლის ბიჭუნას, რომელსაც განუკურნებელი დაავადება აქვს, ინგლისურმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა

5 წლის ინგლისელ ბიჭუნას, ჯოშუა მაკკორმაკს იმ ფორმის სიმსივნე აქვს, რომელიც განუკურნებელია. 

მისი ქალაქის საფეხბურთო კლუბმა "როჩდეილმა", რომელიც მანჩესტერთან ახლოს, კლუბის სახელწოდების პატარა ქალაქში ბაზირებს, მაკკორმაკს კონტრაქტი გაუფორმა და 55-ე ნომრით განაცხადშიც შეიყვანა. 

იგი "ჰარტლპულთან" მატჩის დასაწყისში მოედანზეც გამოვიდა და მეტოქე ფეხბურთელებს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. 

გეტყვით იმასაც, რომ "როჩდეილი" ინგლისის პირველ ლიგაში გამოდის. ეს ლიგა კი, პრემიერ ლიგისა და ჩემპიონშიფის შემდეგ, ქვეყნის რანგით მე-3 ჩემპიონატია. 

 

 

 

 

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები