Aa
Aa

სვიტოლინაც დამარცხებულია! - პოდოროსკამ როლან გაროსის ახალი რეკორდი დაამყარა

არგენტინელმა ნადია პოდოროსკამ „როლან გაროსის“ ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. 23 წლის ჩოგბურთელმა ეს ტურნირის 1/4 ფინალში ელინა სვიტოლინას დამარცხების შედეგად გააკეთა.

პოდოროსკამ მე-3 ნომრად განთესილ მეტოქეს 6:2; 6:4 მოუგო და ნახევარფინალში თინეიჯერ პოლონელ იგა სვიონტეკზე გავიდა.

როგორც ვიცით, პოდოროსკამ „როლან გაროსის“ წლევანდელი გათამაშება საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და იგი ღია ერაში ტურნირის ქალთა თანრიგის ისტორიაში პირველი კვალიფიკანტია, რომელიც 1/2 ფინალში ითამაშებს.

ნადია პოდოროსკა ამჟამად მსოფლიოს 131-ე ჩოგანია, მას მიმდინარე სეზონში WTA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე 33 მოგება და 6 მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ სვიონტეკთან ხუთშაბათს გასამართ ნახევარფინალურ დაპირისპირებას 13-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები