ტრამპის გამარჯვების გამო პრემიერ ლიგის ვარსკვლავები შოკში არიან
Aa
Aa

ტრამპის გამარჯვების გამო პრემიერ ლიგის ვარსკვლავები შოკში არიან

ამერიკის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 

აღნიშნულ საკითხს, "ტვიტერზე" პრემიერ ლიგის რამდენიმე ვარსკვლავიც გამოეხმაურა. 

ვენსან კომპანი ("სიტი"): "რა უბედურებაა... მსოფლიოს მასშტაბით უნდა შეკრიბო ყველა იდიოტი და აუხსნა თუ რა საშინელება მოხდა! მოწყენილო მსოფლიო"! 

ადამ ფედერიჩი ("ბორნმუთი"): "ამ ყველაფერზე მეცინება"...

იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი"): "კარგი იქნებოდა მენახა ვინმე ვინც ტრამპს უჭერს მხარს და მის ტვინში ჩამეხედა, მაგრამ ჯერ ასეთი ვერავინ ვნახე". "არ მჯერა რაც ხდება. ეს სამარცხვინოა"! 

ჯეფ კემერონი ("სტოკი"): "ბევრი საუბარი მესმის. ახლა ამერიკის დროა, ერთად უნდა ვიყოთ! ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობთ და ხვალინდელი დღე ისეთივე უნდა იყოს, როგორიც დღევანდელია". 

სემ კლაკასი ("ჰალი"): "კეინი 2020"!!! 

ამ უკანასკნელმა როგორც ჩანს იხუმრა, რომ ეს არჩევანი იმდენად მოულოდნელი და არალოგიკურია, 2020 წელს პრეზიდენტი ცნობილი მომღერალი კეინი ვესტი გახდება. 

 

მომზადებულია uk.sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები